aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 21 » სატრანსფერო ჭორი (იაკინტა )
17:29
სატრანსფერო ჭორი (იაკინტა )
როგორც Corriere dello Sport იუწყება, შესაძლებელია ტურინის ”იუვენტუსის” ფორვარდი ვიჩენცო იაკინტა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ”ფიორენტინაში” ვიხილოთ.
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი“ბებერი ქალბატონის” შემადგენლობაში კონტეს მოსვლის შემდეგ ვეღარ ხვდება და სრულიად შესაძლებელია, რომ ეს ტრანსფერი შედგეს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 32 წლის ფორვარდს სერიოზული ტრავმა ჰქონდა და დიდი პერიოდიც გაუცდა.
იტალიელი მოთამაშე ტურინის ”იუვენტუსში” 2007 წელს გადავიდა”უდინეზედან” და მას კონტრაქტი “ბიანკონერებთან” 2013 წელს ეწურება. თავის მხრივ, ტურინელები აპირებენ ვიჩენცო იაკინტასთან ერთად კიდევ ორი თავდამსხმელის გაყიდვას. ეს ორი ფორვარდი ამაური და ლუკა ტონია. გავრცელებული ინფორმაციით,”იუვენტუსის” ხელმძღვანელობა მათ შემცვლელად მარკო ბორიელოს მოისაზრებს.
კატეგორია: იუვენტუსი | ნანახია: 560 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/3
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]