aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » მარტი » 1 » სერია ა
20:33
სერია ა
სერია ა-ს ამჟამინდელი ფორმატი სტარტს იღებს 1929 წლიდან. 1898-დან - 1929 წლამდე ჩემპიონატი ტარდებოდა რეგიონალური პრინიციპით, სადაც ყველა რეგიონს საკუთარი გუნდი ჰყავდა. სერია ა-ში კლუბების რაოდენობა ყოველთვის იცვლებოდა,
1934 - 1943, 1967 - 1988 = 16
1929 - 1934, 1952 - 1967, 1988 - 2004 = 18
1946 - 1947, 1948 - 1952, 2004 - დღემდე = 20
1947 - 1948 = 21
სერია ”ა”-ს გათამაშებას ხშირად უწოდებენ ”სკუდეტო”-ს. იტალიის ჩემპიონატის ყველაზე წარმატებულ კლუბად ითვლება ტურინის იუვენტუსი, რომელმაც გათამაშება მოიგო 27-ჯერ; შემდეგ მოდიან ლომბარდიული გრანდები მილანი და ინტერი, რომლებაც 17-17-ჯერ მოიგეს ჩემპიონატი; ჯენოა კი 9-ჯერ გახდა გამარჯვებული. ათჯერ გამარჯვების შემთხვევაში გუნდს ეძლევა უფლება კლუბის ემბლემის (ლოგოს) თავზე ატაროს პატარა ოქროს ვარსკვლავი; ამგვარად იუვენტუსი ფლობს 2 ვარსკვლავს, ხოლო მილანი და ინტერი თითო-თითოს.
2004/2005 წლის სეზონიდან სერია ა-ს გათამაშებაში მონაწილეობას იღებს 20 გუნდი. საფეხბურთო სეზონის განმავლობაში (აგვისტო-მაისი) ყველა კლუბი 2-ჯერ ხვდება ერთმანეთს: ერთი თამაში იმართება პირველი გუნდის მოედანზე, ხოლო მეორე თამაში შესაბამისად მეორე გუნდის მოედანზე. ამგვარად სეზონის განმავლობაში კლუბი მართავს 38 მატჩს (19-ს პირველ წრეში, Andata და მეორე 19-ს მეორეში Ritomo). შეხვედრების მიმდევრობა ორივე წრეში იდენტურია.
კლუბები გამარჯვებისათვის იღებენ 3 ქულას, 1 ქულა ეძლევათ ფრედ დამთავრების შემთხვევაში, ხოლო წაგებული გუნდი უქულოდ რჩება. თუ კლუბები დააგროვებენ ქულათა ერთი და იმავე რაოდენობას, ამ შემთხვევაში ადგილები გადანაწილდება გატანილი და გაშვებული ბურთების რაოდენობით. ჩემპიონატში ყველაზე მეტი ქულების მოპოვების შემთხვევაში კლუბი გამოცხადება გათამაშების გამარჯვებულად. 3 გუნდი, რომლებიც ჩემპიონატს ცხრილის ბოლო ნაწილში დაასრულებენ (მე-18, მე-19, მე-20 ადგილებზე), დაქვეითდებიან იტალიის ჩემპიონატის ქვედა ლიგაში, სერია ბ-ში.
სერია ა-ს 4 საუკეთესო კლუბი, რომელიც დაიკავებს 1-დან მე-4 ადგილებს, ავტომატურად მონაწილეობას იღებს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. აქედან პირველი 3 კლუბი ტურნირში ერთვება ჯგუფური ეტაპიდან, ხოლო მეოთხე კლუბი ასპარეზობას იწყებს ჩემპონთა ლიგის III საკვალიფიკაცო რაუნდში, რომელსაც ჯგუფრ ეტაპზე მოსახვედრად მოუწევს ორმატჩიანი დაპირისპირება სხვა კლუბთან. მე-5 და მე-6 ადგილების დაკავების შემთხვევაში კლუბს უფლება ეძლევა მონაწილეობა მიიღოს ევროპის ლიგაში. ამავე ტურნირში მონაწილეობის უფლება ეძლევა იტალიის თასის გამარჯვებულს, მაგრამ თუ იტალიის თასის ფინალისტები უკვე მონაწილეობას იღებენ ჩემპიონთა ლიგის ანდა ევროპის ლიგის გათამაშებაში, მესამე ”საგზურის” მფლობელი ხდება ჩემპიონატში მე-7-ე ადგილზე გასული კლუბი.



კატეგორია: ისტორია | ნანახია: 687 | დაამატა: superman | რეიტინგი: 1.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]