aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 19 » შესაძლოა, სისე “ოსერში” დაბრუნდეს
14:56
შესაძლოა, სისე “ოსერში” დაბრუნდეს
L'equipe-ს ცნობით, ფრანგული “ოსერი” იანვრის სატრანსფერო სეზონში რომის “ლაციოდან” ჯიბრილ სისეს იჯარით გადაყვანას შეეცდება.
ფრანგულ პრესაში აღნიშნავენ, რომ სამშობლოში დაბრუნების წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია. ამიტომ, ეს გარიგება სავსებით რეალურია.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი “ლაციოს” ზაფხულში შეუერთდა. მის ანგარიშზე 13 მატჩი და მხოლოდ გოლია. იმის ფონზე, რომ რომაელთა მეორე ახალწვეული, 33 წლის მიროსლავ კლოზე გოლს-გოლზე იტანს, კლუბის ხელმძღვანელობა სისეს თამაშით მაინც და მაინც კმაყოფილი არაა.
აღსანიშნავია, რომ 30 წლის ფრანგი “ოსერის” ღირსებას 1998-2004 წლებში იცავდა. მან ფრანგული კლუბის მაისურით 128 მატჩი ჩაატარა და 70 გოლი გაიტანა.
კატეგორია: ლაციო | ნანახია: 549 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/10
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]