09:14 Sky Italia: "სევილია" და “იუვენტუსი” კასერესზე შეთანხმდნენ | |
Sky Italia-ს ცნობით, იტალიური "იუვენტუსი” და ესპანური "სევილია” მარტინ კასერესის იჯარის თაობაზე შეთანხმდნენ. ურუგვაელი ტურინულ კლუბში სეზონის ბოლომდე ითამაშებს. გამორიცხული არაა, ზაფხულში "ბებერი სინიორას” ხელმძღვანელებმა მცველის გამოსყიდვაც მოისურვონ. აღსანიშნავია, რომ კასერესის იჯარა ტურინელებს 3 მილიონი ევრო დაუჯდათ. უახლოეს მომავალში, ეს ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება. შეგახსენებთ, რომ ურუგვაელი "იუვენტუსში” 2009/10 წლების სეზონშიც ასპარეზობდა. მან ტურინული კლუბის მაისურით 15 მატჩი ჩაატარა და გოლიც გაიტანა.
| |
|