21:05 ტიაგო სილვას “მილანის” კაპიტნობა სურს | |
იტალიური "მილანის” ცენტრალურმა მცველმა ტიაგო სილვამ გუნდის კაპიტნობის სურვილი გამოთქვა. "რამდენიმე ხნის წინათ, კაპიტნობის სურვილი ნაკლებად მქონდა. მას შემდეგ, რაც ბრაზილიის ნაკრების კაპიტნის სამკლავური მოვირგე, აზრი შემეცვალა. როდესაც ალეგრიმ მითხრა, რომ "კიევოსთან” გუნდი მე უნდა გამეყვანა, ხუმრობა მეგონა, რადგან პატოსა და ანტონინის გუნდში ჩემზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული. მინდა "მილანის” კაპიტანი ვიყო! ვფიქრობ, ამას შევძლებ, რადგან ბუნებით ლიდერი ვარ. ვნახოთ, რა იქნება მომავალ წელს”, - განაცხადა ბრაზილიელმა. აღსანიშნავია, რომ უკვე 50 წელია, "მილანს” არაიტალიელი კაპიტანი არ ჰყოლია.
| |
|