15:39 ტოტი “უდინეზესთან” საეჭვოა | |
იტალიური "რომას” 35 წლის კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ, რომელმაც ბარძაყის ტრავმა ახლახანს მოიშუშა და თითქოს მწყობრშიც უნდა ჩამდგარიყო, ოთხშაბათის ვარჯიშზე ტერფის არეში ტკივილი იგრძნო და იძულებული გახდა, ვარჯიში შეეწყვიტა. იტალიური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ ფეხბურთელს დღეს სპეციალური გამოკვლევა ჩაუტარდება, რის შემდეგაც საბოლოოდ გადაწყდება, შეძლებს თუ ვერა ის 25 ნოემბერს "უდინეზეს” წინააღმდეგ მოედანზე გასვლას. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში, სერია A-ში გამართული 11 ტურიდან, ტოტიმ მხოლოდ ექვსში მიიღო მონაწილეობა, ჯამში მოედანზე 453 წუთი გაატარა და გოლის გატანა ერთხელაც ვერ მოახერხა. | |
|