14:33 “უდინეზე” ბელარდის დაემშვიდობა | |
იტალიურმა "უდინეზემ”, ვეტარან კარის დარაჯ ემანუელ ბელარდისთან, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა. 34 წლის მეკარე "ზებრებს” 3,5 წლის წინ ტურინის "იუვენტუსიდან” შეუერთდა, მაგრამ გუნდის ძირითადი მოთამაშე არასდროს ყოფილა და ფრანცესკო გვიდოლინიმ მასთან დამშვიდობება გადაწყვიტა, იუწყება კლუბის ოფიციალური საიტი. ბელარდის უფლება ეძლევა, რომ "უდინეზეს” ბაზაზე დარჩეს და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე, ფორმის შენარჩუნების მიზნით, გუნდთან ერთად ივარჯიშოს. | |
|