15:50 ამაური “ჯენოას” შეთავაზებაზე ფიქრობს | |
ტურინის "იუვენტუსის” ფორვარდი ამაური "ჯენოაში” გადასვლის ვარიანტს განიხილავს. ინტერნეტ-გამოცემა Football Italia-ს ინფორმაციით, გენუელებმა ბრაზილიელს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, რომლის მიზედვით ფეხბურთელი წელიწადში 1,8 მილიონ ევროს მიიღებს. ვიდრე ფეხბურთელი "ჯენოას” საბოლოო პასუხს ეტყვის, სხვა შესაძლო ვარიანტების განხილვასაც აპირებს. საქმე ის არის, რომ მას წელიწადში ხელფასის სახით 2,5 მილიონი ევრო სურს. ამაურის "იუვენტუსთან” ხელშეკრულება 2012 წლამდე აკავშირებს და მიმდინარე სეზონში ტურინელთა შემადგენლობაში საერთოდ არ უთამაშია. | |
|