15:49 ბოლო შეთავაზება დე როსისთვის | |
იტალიური ტელეარხი Sky Italia ირწმუნება, რომ რომაულმა კლუბმა თავისი გუნდის ლიდერ დანიელე დე როსის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ბოლო შეთავაზება გაუკეთა. ჟურნალისტებით ცნობით, "ჯალოროსიმ” 28 წლის ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა, წელიწადში 6 მილიონი ევროს ანაზღაურებით. არაოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ამ თანხას ითხოვდა თავიდანვე იტალიის ეროვნული გუნდის ნახევარმცველი, რომლის მოქმედი კონტრაქტიც სეზონის დასრულებისთანავე იწურება. ამასთან, "რომას” ხელმძღვანელობამ დე როსი გააფრთხილა, რომ ეს ბოლო შეთავაზებაა და პირობები აღარ შეიცვლება. ცოტა ხნით ადრე, რომაელთა მენეჯერმა ბალდინიმ, საკუთარი კლუბის აღზრდილ ფეხბურთელს პასუხის გაცემა იანვრის ბოლომდე მოთხოვა. იტალიური პრესა მიიჩნევს, რომ "მგლებსა” და დე როსის შორის კონტრაქტი უახლოეს პერიოდში გაფორმდება და ამის დასტურად გუნდში ოთხი ამერიკელი დირექტორიდან ერთ-ერთის - ჯეიმს პალოტის გამოჩენას მიიჩნევენ. ვარაუდობენ, რომ ფრანკო ბალდინისა და ვალტერ საბატინისთან ერთად, ფეხბურთელთან ბოლო მოლაპარაკება სწორედ მან გამართა. თავად პალოტამ ჟურნალისტებს დე როსის საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული არაფერი უთხრა: "არანაირი ფინანსური პრობლემა არ არსებობს. ვმუშაობთ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის”. იტალიური ტელეარხი Sky Italia ირწმუნება, რომ რომაულმა კლუბმა თავისი გუნდის ლიდერ დანიელე დე როსის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ბოლო შეთავაზება გაუკეთა. ჟურნალისტებით ცნობით, “ჯალოროსიმ” 28 წლის ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა, წელიწადში 6 მილიონი ევროს ანაზღაურებით. არაოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ამ თანხას ითხოვდა თავიდანვე იტალიის ეროვნული გუნდის ნახევარმცველი, რომლის მოქმედი კონტრაქტიც სეზონის დასრულებისთანავე იწურება. ამასთან, “რომას” ხელმძღვანელობამ დე როსი გააფრთხილა, რომ ეს ბოლო შეთავაზებაა და პირობები აღარ შეიცვლება. ცოტა ხნით ადრე, რომაელთა მენეჯერმა ბალდინიმ, საკუთარი კლუბის აღზრდილ ფეხბურთელს პასუხის გაცემა იანვრის ბოლომდე მოთხოვა. იტალიური პრესა მიიჩნევს, რომ “მგლებსა” და დე როსის შორის კონტრაქტი უახლოეს პერიოდში გაფორმდება და ამის დასტურად გუნდში ოთხი ამერიკელი დირექტორიდან ერთ-ერთის - ჯეიმს პალოტის გამოჩენას მიიჩნევენ. ვარაუდობენ, რომ ფრანკო ბალდინისა და ვალტერ საბატინისთან ერთად, ფეხბურთელთან ბოლო მოლაპარაკება სწორედ მან გამართა. თავად პალოტამ ჟურნალისტებს დე როსის საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული არაფერი უთხრა: “არანაირი ფინანსური პრობლემა არ არსებობს. ვმუშაობთ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის”. | |
|