15:03 დი ნატალე პრანდელის ზარს ელოდება | |
ანტონიო დი ნატალე მიმდინარე სერია A-ს თანაბომბარდირია ატალანტას ფორვარ ხერმან დენისთან ერთად. უდინეზეს 34 წლის ფორვარდმა ჩემპიონატში 10 გოლი გაიტანა, ხოლო იტალიის ელიტური დივიზიონის ეგიდით გამართულ ბოლო 84 მატჩში 67 გოლი მოუგროვდა, რაც მისი ასაკიდან გამომდინარე, ბრწყინვალე შედეგია. მაშინ, როცა ბევრისთვის ამ დროს აქტუალური ხდება პენსიაში გასვლა, დი ნატალე უდინეზეს მთავარ დამრტყმელ ძალად რჩება. ამ ფონზე, უიდესი გამოცდილების მქონე ფორვარდს ევრო 2012-ზე გამგზავრების პრეტენზია ავს და შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, არცთუ უსაფუძვლო.დი ნატალე, პირადი აგენტის საშუალებით "სკუადა აძურას" მწვრთნელს ერთგვარ მესიჯს უგზავნის. "ყველაფერი ჩეზარე პრანდელიზეა დამოკიდებული, ანტონიო მშვიდადაა და თავის საქმეს აკეთებს, სხვა საქმეა, ხედავს და აფასებს თუ არა ამას იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ერთი რამ ნათელია, ანტონიო აკეთებს ფორვარდის საქმეს, ანუ გააქვს ბევრი გოლი, ასე რომ, დაველოდოთ პრანდელის გადაწყვეტილებას." - ამბობს დი ნატალეს აგენტი ბრუნო კარპეჯანი. ისე, კაცმა რომ თქვას, დი ნატალეს სანაკრებო მოონაგარი ნამდვილად ვერ არის შთამბეჭდავი, "სკუადრა აძურას" მაისურით მან 36 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 10 გოლი გაიტანა. | |
|