15:26 “იუვენტუსს” ალბიოლი სურს | |
მადრიდის “რეალის” 26 წლის ცენტრალური მცველი რაულ ალბიოლი, რომელიც ჟოზე მოურინიოს გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სამუშაო ადგილის გამოცვლაზე ფიქრობს. იტალიური საინფორმაციო საშუალებების მტკიცებით, ტურინის “იუვენტუსი” ცენტრალური მცველის ძებნას განაგრძობს და მზადაა, “სამეფო კლუბის” წარმომადგენლებთან ამ ფეხბურთელის არენდასთან დაკავშირებით მოლაპარაკება წამოიწყოს. აღსანიშნავია, რომ “ბებერი ქალბატონი” ესპანეთის ნაკრების მოთამაშით ჯერ კიდევ ზაფხულში იყო დაინტერესებული, მაგრამ მაშინ საქმე კონკრეტულ საუბრებამდე არ მისულა. მიმდინარე სეზონში, ალბიოლიმ “რეალის” შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონატში სულ ოთხი, ყველა ტურნირში ერთად კი, რვა შეხვედრა ჩაატარა. | |
|