16:09 კონტე: "იუვენტუსს" მეტი შეუძლია | |
"ბებერი ქალბატონის" თავკაცი ანტონიო კონტე "ლეჩესთან" თავისი გუნდის მატჩით უკმაყოფილო დარჩა. ტურინელებმა შეცვლაზე შემოსული მატრის გოლის წყალობით 1:0 მოიგეს. "მიხარია, რომ სამი ქულა ავიღეთ. თუმცა გამარჯვების მოპოვება გაცილებით ადრე შეგვეძლო. "იუვენტუსს" მეტი შეუძლია. მომეწონა, რომ ბიჭები ცდას არ აკლებდნენ და ბოლომდე იბრძოდნენ. მათ მატჩის წინ ვუთხარი, რომ ახალი წლის პირველ მატჩში ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო", - აღნიშნა ანტონიომ.
| |
|