18:47 კვალიარელამ ყვრიმალის ძვალი მოიტეხა | |
გუნდის ექიმთან, ლუკი სტეფანინისთან ერთად ფაბიო კვალიარელა ქალაქ ლეჩეს მთავარ კლინიკას, "ფიტო ფაცის” ეწვია.კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა აჩვენა.ფეხბურთელი ტურინში დაბრუნდა, სადაც გამოკვლებას "ფორნაკას” კლინიკაში გაივლის.ექიმ ლიბერო ტუბინოსთან სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, სავარაუდოდ კვალიარელას ოპერაცია ჩაუტარდება და დადგინდება, რამდენ ხანს მოუწევს ფორვარდს უქმად ყოფნა. | |
|