aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » იანვარი » 20 » ლაციოს ჰონდა და ძაგოევი სურს
13:14
ლაციოს ჰონდა და ძაგოევი სურს
რომის "ლაციოს" სპორტული დირექტორი იგლი ტარე მოსკოვში ჩავიდა "ცსკას" ხელმძღვანელობასთან მოსალაპარაკებლად. რომაულ კლუბს მოსკოვური კლუბის ორი ნახევარმცველის, იაპონიელი კეისუკი ჰონდასა და რუსი ალან ძაგოევის გადაბირება სურს.

რომაელების მთავარი სამიზნე იაპონიელი 25 წლის ფეხბურთელია. მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 12 მილიონ ევროს შეადგენს. "ლაციო" ასევე 21 წლის ფეხბურთელის გადაბირებასაც შეეცდება.

ჰონდა მოსკოვური კლუბის რიგებში 2010 წლიდან გამოდის და მას შემდეგ, ამ კლუბის მაისურით ჩატარებულ 67 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ძაგოევი "ცსკას" ღირსებას 2008 წლიდან იცავს, 148 შეხვერაში 36 გოლი, ასეთია მისი შედეგი.

იტალიური მედიის თანახმად, ძაგოევით ასევე ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.
კატეგორია: ლაციო | ნანახია: 533 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/5
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]