aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » იანვარი » 8 » “ლეჩე” – “იუვენტუსი” ( წინასამატჩო )
15:41
“ლეჩე” – “იუვენტუსი” ( წინასამატჩო )
სერია A, ტური 17

დრო : კვირა, 8 იანვარი, 18:00 სთ ( თბილისის დროით )

ადგილმდებარეობა : "ვია დელ მარე”, ლეჩე ( 36 285 )

"ლეჩე”

გასულ სეზონში, მანამ, სანამ "ლეჩე” ბიანკონერებს საკუთარ მოედანზე დაამარცხებდა, ტურინელებს ზედიზედ 6 მატჩში ჰქონდათ გამარჯვება მოპოვებული.
მიმდინარე სეზონში "ლეჩეს” საკუთარ მოედანზე არ გაუმარჯვია, სახლში მათ მხოლოდ 1 ქულა აიღეს.
ბოლო 10 შეხვედრაში "ლეჩეს” ფეხბურთელები მუდმივად უშვებენ გოლს.
"იუვენტუსი”

"იუვენტუსი” ევროპის მასშტაბით ერთადერთი გუნდია, რომელიც მიმდინარე სეზონში დაუმარცხებლად ასპარეზობს.
ბოლო სამ გასვლით შეხვედრაში ბიანკონერებმა ფრედ ითამაშეს.
ანტონიო კონტე მწვთნელის რანგში პირველად თამაშობს მშობლიური გუნდის წინააღმდეგ.
სიახლეები მეტოქეთა ბანაკებიდან

"ლეჩე” – ჯანდონატო და ფალკონე ტრავმირებულნი არიან.

"იუვენტუსი” - ბიანკონერებმა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უკვე დაიმატეს მარკო ბორიელო.

მთავარი გმირები

"ლეჩე” – ბოლო ტურში, "ინტერის” წინააღმდეგ მურიელმა შესანიშნავი გოლით დაგვამახსოვრა თავი.ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან მონდომებულია.

"იუვენტუსი” – სიმონე პეპე კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს.იტალიელ ნახევარმცველს მნიშვნელოვან მატჩებში გააქვს გოლები და დამაჯერებლად ასპარეზობს.ფლანგზე მის წინააღმდეგ ახალგაზრდა ბრივიო ითამაშებს, რომელსაც წესით, ძალიან უნდა გაუჭირდეს სიმონეს შეჩერება.

სავარაუდო შემადგენლობები

"ლეჩე” ( 3-5-2 ) - ბენასი; ოდო, ტომოვიჩი, ფერარიო; კუადრადო, ჯაკომაცი, ობოდო, ოლივიერა, ბრივიო; მურიელი, დი მიკელე

"იუვენტუსი” ( 4-3-3 ) - ბუფონი; ლიხტშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; მარკიზიო, პირლო, ვიდალი; პეპე, მატრი, ვუჩინიჩი

პროგნოზები

სკუდეტოსთვის ბრძოლაში "იუვენტუსის” მთავარი კონკურენტი "მილანია”, ბიანკონერები ვალდებულნი არიან სამი ქულა აიღონ და როსონერის წინ გაჭრის შანსი არ დაუტოვონ.

სავარაუდო შედეგი

"ლეჩე” 0-3 "იუვენტუსი”


ტვ – ტრანსლაციები

NTV + Football 18:00 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია

NTV + Football HD 18:00 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია

GMG სპორტი 1 18:00 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 617 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
http://www.youtube.com/watch?v=ocQj3iJ-yEg&feature=player_embedded